კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - HR.3.8. მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) - SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP
სერიული ანალიზის ფასი: 24 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 28 GEL

HR.3.8. მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH)

SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP

 

ლუთეოტროპინი - ჰიპოფიზის წინა წილის პეპტიდური ბუნების ჰორმონია. ქალებში მალუთეინიზირებელი ჰორმონის სამიზნე არის საკვერცხის გარსის უჯრედები, ინტერსტიციული ქსოვილი და ყვითელი სხეული. იგი ასტიმულირებს: ანდროგენების სინთეზს ფოლიკულების თექა უჯრედებში, ოვულაციას, პროგესტერონისა და პროსტაგლანდინების სინთეზს გრანულოზურ უჯრედებში, ფოლიკულის გრანულოზური უჯრედების  ლუთეინიზაციის  პროცესს  და  ყვითელი  სხეულის  ფორმირებას.  კაცებში  ასტიმულირებს  ლეიდიგის  უჯრედებში  ტესტოსტერონის  სინთეზს.

განსაზღვრი მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი სრულდება:  Advia Centaur-ის ანალიზატორზე.

რეფერენსული მნიშვნელობა: კაცები:  0 - 12 წლამდე <5.0 mIU/mL

                                                                 13 - 70 წლამდე 1.5 -9.3 mIU/mL

                                                                 71 - 99 წლამდე 3.1 - 34,6 mIU/mL

                                                   ქალები: 13 - 50 წლამდე      ფოლიკულური  ფაზა -  1.9-12.5  mIU/mL

                                                                 13 - 50 წლამდე      ოვულატორული  პიკი -  8.7-76.3    mIU/mL

                                                                 13 - 50 წლამდე      ლუთეინური  ფაზა  -  0.5-16.9  mIU/mL

                                                                 51 - 99 წლამდე      პოსტმენოპაუზა  -  15.9-54.0  mIU/mL

                                                                  ორსულები  -   <  1.5  mIU/mL

                                                  ბავშვები: 0 - 12 წლამდე <5.0   mIU/mL

მასალა  კვლევისათვის:  სისხლის  შრატი - 1მლ

შენახვის  პირობები:  < 24 სთ, 15-25  ºС  ტემპერატურაზე
                                        < 7 დღე,  2-8  ºС  ტემპერატურაზე
                                        < 12 თვე,  -20  ºС  ტემპერატურაზე

მასალის  აღება  ხდება ვაკუუმ-სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 3 სთ-ის განმავლობაში, 2-8º C ტემპერატურული რეჟიმის  დაცვით. 

პაციენტის  მომზადება: მასალის  აღება  ხდება  დღის  პირველ  ნახევარში,  მშვიდ  მდგომარეობაში.  გამოკვლევამდე  ერთი  დღით  ადრე  გამოირიცხოს  ცხიმიანი  საკვები,  ფიზ.დატვირთვა,  სტრესი.
ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის 5-7 დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისასსასურველია ჰორმონის რამოდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა  ფაზებში.

ინტერფერენცია: ↑ ანტიკონვულსიური პრეპარატები, კლომიფენი, ნალოქსონი, სპირონოლაქტონი, ესტროგენების მცირე დოზები. ↓ დიგოქსინი, გონადოლიბერინის ანალოგები, მეგესტროლი, პერორალური  კონტრაცეპტივები,  ფენოთიაზინი,  პროგესტერონი,  ესტროგენების  დიდი  დოზები.

ინტერპრეტაცია: ↑ სასქესო ჯირკვლების პირველადი დისფუნქცია, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, პოსტმენოპაუზა, ჰიპოფიზის ადენომა (იშვიათად). ↓ ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის მოქმედების დარღვევა,  გონადოტროპული  იზოლირებული  დეფიციტი,  ნერვული  ანორექსია,  მძიმე  სტრესი,  სქესობრივი  განვითარების  შეფერხების  სინდრომი.



                Developed by
                MRG web studio