კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - IM.10.1.2. სისხლის რეზუსი
სერიული ანალიზის ფასი: 8 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 8 GEL

IM.10.1.2. სისხლის რეზუსი        

 

რეზუს ფაქტორი არის თანდაყოლილი პროტეინი, რომელიც მოთავსებულია სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების - ზედაპირზე. თუ თქვენს სისხლში არის აღნიშნული პროტეინი, თქვენ რეზუს-დადებითი ხართ. და პირიქით, თუ არ არის სისხლში, მაშინ რეზუს-უარყოფითი.

რეზუს-დადებითი არის ყველაზე გავრცელებული სისხლის ტიპი. რეზუს -უარყოფითი სისხლი არ არის დაავადება და, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს თქვენს ორსულობაზე. ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც დედა არის რეზუს-უარყოფითი, ხოლო ბავშვის მამა - რეზუს-დადებითი.

რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა ხდება ორსულობის პერიოდში.

თუ დედა რეზუს-დადებითია, მაშინ საგანგაშო არაფერია. ხოლო თუ დედა რეზუს-უარყოფითია, ბავშვი კი - რეზუს-დადებითი, დედის ორგანზმში იწყება პროტეინების, ე.წ. რეზუს-ანტისხეულების, გამომუშავება. ეს ანტისხეულები არ წარმოადგენს საფრთხეს პირველი ორსულობის დროს. საყურადღებოა შემდეგი ორსულობები. თუ მეორე ბავშვიც რეზუს-დადებითია, დედის ორგანიზმში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება რეზუს-ანტისხეულები, რომელიც გადის პლაცენტას და შესაძლოა დააზიანოს ბავშვის ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები). შედეგად, ვითარდება სიცოცხლისათვის საშიში ანემია, მდგომარეობა, როდესაც სისხლში არ არის საკმარისი რაოდენობით ერითროციტები. თუ არ იქნება შესაბამისი ღონიშზიებები მიღებული, ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს მწვავე ანემია.

რეზუს-ფაქტორი არის ბაზისური სისხლის ანალიზი. სისხლის აღება ხდება, როგორც წესი, ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

მასალა გამოკვლევისათვის1 მლ.  სისხლი.

მასალის აღება ხორციელდება ვაკუუმურ სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორით. სისხლი ლაბორატორიაში მიწოდებული უნდა იყოს აღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში, 2-8 ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

პაციენტის მომზადება: არ საჭიროებს



                Developed by
                MRG web studio