(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
სერიული ანალიზი: 24 ₾
ექსპრეს ანალიზი: 25 ₾

BL.11.1.1. ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH)

SIEMENS–ის ფირმის ბიოქიმიური სრული ავტომატური ანალიზატორი RXL MAX 

 

ლაქტატდეფიდროგენაზა არის გლიკოლიზური ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის წარმოქმნის საბოლოო ეტაპში. შექცევადად აკატალიზებს ლაქტატის დაჟანგვას  პიროყურძნისმჟავად,  წარმოდგენილია  ქსოვილებში  ხუთ  იზოფერმენტად.  განსაკუთრებით  დიდი  აქტივობით  არის  თირკმელებში,  ღვიძლში,  გულის  კუნთში  და  ჩონჩხის  კუნთებში.  ანალიზი ინიშნება: ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტის (ადრეული დიაგნოსტიკა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა და  მონიტორინგი),  სიმსივნეების,  ძვალში მეტასტაზური სიმსივნეების (მაგ. პროსტატის ადენოკარცინომა), ჰემოლიზური  ანემიების  დროს.

განსაზღვრის  მეთოდი:  UV-ტესტი 

ანალიზი  სრულდება:  Dimension  RxL  Max  -ის  ანალიზატორზე.

რეფერენსული  საზღვრები: მამრობითი: 0 - 99 წლამდე  85,0  -  227,0  U/l

                                                 მდედრობითი: 0 - 99 წლამდე 81,0  -  234,0  U/l

მასალა გამოკვლევისათვის:  სისხლის შრატი.

შენახვის  პირობები:  <  4  დღე,  ტემპერატურაზე  2-8  ºC

                                      <  6  კვირა,  ტემპერატურაზე  20  ºC
 
მასალის  აღება  ხორციელდება  ვაკუუმურ  სისტემაში  ანტიკოაგულანტის  გარეშე  ან  შედედების  აქტივატორით.  სისხლი  ლაბორატორიაში  მიწოდებული  უნდა  იყოს  2  სთ-ის  განმავლობაში  2-8  ºC  ტემპერატურული  რეჟიმის  დაცვით.

პაციენტის  მომზადება:    მასალის  აღება  ხორციელდება  დილის  საათებში  უზმოდ.

ინტერფერენცია↑  აცებუტოლოლი,  ანესთეტიკები,  აზლოციპლინი,  ცეფალოსპორინები,  დიკუმაროლი,  ეთანოლი,  ფილგრასტიმი,  ფლოროურაცილი,  ჰეპარინი,    იმიპრამინი,  ინტერფერონი,  იზოტრეტინოინი,  კეტოკონაზოლი,  ლაბეტალოლი,  მეთოტრექსატი,  მეტოპროლოლი,  ნიტროფურანტოინი,  დიფლუნისალი,  კეტოპროფენი,  პიროქსიკამი,  პენიცილამინი,  პიპერაცილინი,  პლიკამიცინი,  პროპოქსიფენი,  ქინიდინი,  სულფონამიდები,  ტიკარცილინი,  ტრეტინატი,  ვალპროევის  მჟავა.        ↓  კლოფიბრტი,  ფლუორიდი  (დაბალი  დოზები).

ინტერპრეტაცია:    ↑↑↑მეგალობლასტური  და  პერნიციოზული  ანემია,  ინტენსიური  კარცინომატოზი,  ვირუსული  ჰეპატიტი,  შოკი,  ჰიპოქსია,  ჰიპერთერმია.
↑↑  ღვიძლის  დაავადებები  (ციროზი,  მექანიკური  სიყვითლე),  ბევრი  ფორმის  თირკმლის  დაავადებები,  ჩონჩხოვანი  მუსკულატურის  დაავადებები,  ნეოპლაზიები,  გულის  შეგუბებითი  დაავადებები.      ↑  დაავადებები,  დაკავშირებული  უჯრედების  დაზიანებასთან,  ციტოპლაზმის  დაკარგვასთან:  გულისა  და  ფილტვის  ინფარქტი,  თირკმლის  ინფარქტი,  მწვავე  პანკრეატიტი,  ლეიკემიები,  ჰემოლიზური  ანემიები,  ჰეპატიტი  (არავირუსული),  ნამგლისებური  ანემია,  ლიმფომა. ↓  H  და  M  სუბერთეულების  გენეტიკურად  განპირობებული  დეფიციტი.

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com