(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
სერიული ანალიზი: 8 ₾
ექსპრეს ანალიზი: 8 ₾

IM.10.1.1. სისხლის ჯგუფი  

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს სისხლის რომელ სპეციფიურ ჯგუფს მიეკუთვნებით. სისხლის ჯგუფობრიობა დამოკიდებულია სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე გარკვეული პროტეინების, ე.წ. ანტიგენების, არსებობაზე. სისხლის ტიპი მემკვიდრეობით გადმოდის მშობლისგან. ABO კლასიფიკაციის მიხედვით სისხლი იყოფა 4 ჯგუფად:

  • 0 (I)
  • A (II)
  • B (III)
  • AB (IV)

ყველა ჯგუფი ერთმანეთთან შეთავსებადი არ არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სისხლის ჯგუფობრიობის დადგენა, როდესაც პაციენტს ესაჭიროება სისხლის გადასხმა ან ტრანსპლანტაცია (ორგანოების გადანერგვა). შეთავსებადობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • A (II) ჯგუფის სისხლს შეუძლია მიიღოს A (II) და 0 (I) ჯფუგების სისხლი
  • B (III) ჯგუფის სისხლს შეუძლია მიიღოს B (III) და 0 (I) ჯგუფების სისხლი
  • AB (IV) ჯგუფის სისხლს შეუძლია მიიღოს A (II), B (III), AB (IV) და 0 (I) ჯგუფების სისხლი
  • 0 (I) ჯგუფის სისხლს შეუძლია მიიღოს მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლი

0 (I) ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას ნებისმიერი ჯგუფის სისხლს. ამიტომაც, 0 (I) ჯგუფის სისხლს უნვერსალურ დონორსაც უწოდებენ.  

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com