კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - BL.6. CBC სისხლის საერთო ანალიზი
სერიული ანალიზის ფასი: 17 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 17 GEL

BL.6. CBC სისხლის საერთო ანალიზი

SIEMENS-ის ფირმის სრული ავტომატური ანალიზატორი – Advia 120 

 

სისხლის საერთო ანალიზი (CBC/DIF) წარმოადგენს მნიშვნელოვან და ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ლაბორატორიულ კვლევას. სისხლის საერთო ანალიზი ასახავს სისხლწარმოქმნის მთელი სისტემის საერთო მდგომარეობას. სისხლის სურათის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი საშუალებას იძლევა საერთო მონახაზში შეფასდეს სისხლის ძირითადი ფუნქციები, ორგანიზმში არსებული პათოლოგიური პროცესის არსებობა და აქტივობა. სისხლის საერთო ანალიზი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს: ჰემოგლობინი (HGB), ჰემატოკრიტი (HCT), ერითროციტები (RBC), ერითროციტის საშუალო მოცულობა (MCV),  ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (MCH), ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია (MCHC), ლეიკოციტები (WBC), ნეიტროფილები (NEUT), ეოზინოფილები (EOS), ბაზოფილები (BASO), ლიმფოციტები (LYM), მონოციტები (MONO), თრომბოციტები (PLT), რეტიკულოციტები,  ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს).

მასალა გამოკვლევისათვის: 1 მლ  სისხლი.

ანალიზი სრულდება: Advia 120 Hematology system (Simens). 
შენახვის პირობები:  < 24 სთ 2-8ºC ტემპერატურისას.
მასალის აღება ხორციელდება პლასტიკურ სინჯარაში EDTA-თი. სინჯარა აუცილებლად უნდა შეივსოს ნიშნულამდე, დაუყოვნებლივ შეინჯღრეს.

პაციენტის მომზადება:  მასალის აღებას აწარმოებენ დილით, უზმოდ.



                Developed by
                MRG web studio