(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
სერიული ანალიზი: 34 ₾
ექსპრეს ანალიზი: 40 ₾

IM.18.1.1. ალფაფეტოპროტეინი (AFP)

SIEMENS-ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP 

 

ალფაფეტოპროტეინი (AFP) არის ცილა, რომელიც სინთეზირდება ორსულობის დროს ყვითელი სხეულის პარკის უჯრედების მიერ, ორსულობის 13 კვირიდან კი ნაყოფის ღვიძლის მიერ.  გამოიყოფა  შარდთან  ერთად ამნიონალურ სითხეში და სანაყოფე გარსის გავლით ხვდება დედის  სისხლში.  ორსულის  სისხლში  ფიქსირდება  10  კვირიდან,  მუდმივად  მატულობს  25  კვირამდე,  შემდეგ  თანდათან  კლებულობს.  ბავშვებში,  სიცოცხლის  პირველი  წლის  განმავლობში  ალფაფეტიპროტეინის  დონე  კლებულოს  და  თავისი  მნიშვნელობით  უტოლდება  ზრდასრული  ადამიანის  დონეს. ორსულობის  მეორე  ტრიმესტრში  15-20 კვირის ვადაზე (ოპტიმალურია16-18კვირა) გამოიყენება როგორც  ნაყოფის  პათოლოგიის  მარკერი.  თუ ადგილი აქვს ნაყოფის თანდაყოლილ  პათოლოგიას  (ნერვული  მილის  -  ღეროს  და  მუცლის  ღრუს წინა კედლის დეფექტი, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგია), რომელიც აბორტის ან ნაყოფის დაღუპვის საფრთხეს ქმნის  აღინიშნება ცილის დონის მომატება, ხოლო დაუნის სინდრომისას  შემცირება.

განსაზღვრის მეთოდი:  იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე

რეფერენსული საზღვრები:  ზრდასრულები:  0  -  99წლამდე   0 - 8.0  ng/ml
                                                 ორსულები:  0  -  12   კვირა   0  -  15.0  ng/ml
                                                                      13  -  36  კვირა  15.0  -  150.0  ng/ml

მასალა  კვლევისათვის: სისხლის შრატი

შენახვის პირობები: < 24 სთ, 15-25ºC  ტემპერატურაზე
                                      <7 დღე,  2-8ºC  ტემპერატურაზე
                                     <12 თვე, -20ºC  ტემპერატურაზე

მასალის აღება ხდება ვაკუუმ–სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს აღებიდან 2 საათის განმავლობაში, 2-8  ºC ტემპერატურული  რეჟიმის  დაცვით.

პაციენტის  მომზადება:  მასალის  აღებს  ხდება  დღის  პირველ  ნახევარში,  მშვიდ  მდგომარეობაში.  გამოკვლევამდე  ერთი  დღით  ადრე  გამოირიცხოს  ცხიმიანი  საკვები.

ინტერფერენცია:  არ  გამოვლენილა

ინტერპრეტაცია:  ↑  ნაყოფის ღია დეფექტები, ნაყოფის სიკვდილი, ტერატომები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მუცლის წინა კედლის დეფექტი, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგია, რეზუს კონფლიქტი;  მამაკაცებში:  სათესლე  ჯირკვლების  ტერატობლასტომა.   ↓ ქრომოსომული  ანომალიები  (დაუნის  სინდრომი),  ორსულობა  შაქრიანი დიაბეტის ფონზე (ინსულინდამოკიდებული).

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com