კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - BL.7.1. საერთო ცილა სისხლში – SIEMENS–ის ფირმის ბიოქიმიური სრული ავტომატური ანალიზატორი RXL MAX
სერიული ანალიზის ფასი: 9 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 10 GEL

BL.7.1. საერთო ცილა სისხლში

SIEMENS–ის ფირმის ბიოქიმიური სრული ავტომატური ანალიზატორი RXL MAX

 

საერთო ცილის კონცენტრაცია შრატში არსებითად დამოკიდებულია ორი ძირითადი ცილოვანი ფრაქციის – ალბუმინისა და გლობულინის – სინთეზსა და დაშლაზე. სისხლის პლაზმის ცილების სინთეზი ხორციელდება, ძირითადად, ღვიძლის უჯრედებსა და რეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში. სისხლის პლაზმის ცილები ასრულებენ მრავლობით ფუნქციებს ორგანიზმში. ცილის დონე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორიული მაჩვენებელია. საერთო ცილის შემცველობა (ასევე, ცილოვანი ფრაქციების) წარმოადგენს აუცილებელ დიაგნოსტიკურ პარამეტრს მთელი რიგი დაავადებებისას, განსაკუთრებით დაკავშირებულს მეტაბოლიზმის გამოხატულ დარღვევებთან.

განსაზღვრის მეთოდი:  კოლორიმეტრიული.

ანალიზი სრულდება: Dimension RxL Max -ისანალიზატორზე.

რეფერენსული საზღვრები: 6.4 - 8.2 g/dll

მასალა გამოკვლევისათვის: სისხლის შრატი
  
შენახვის პირობები: < 1 დღეტემპერატურაზე15-20 ºC 
                                      < 3 დღეტემპერატურაზე2-8 ºC.
                                      < 6 თვეტემპერატურაზე  20 ºC 

მასალის აღება ხორციელდება ვაკუუმურ სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორით. სისხლი ლაბორატორიაში მიწოდებული უნდა იყოს აღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში 2-8 ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ.

ინტერფერენცია:  ↑ ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები, კლოფიბრატი, კორტიკოსტეროიდები, კორტიკოტროპინი, ადრენალინი, ინსულინი, პროგესტერონი, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები. ↓ ალლოპურინოლი, ესტროგენები.

ინტერპრეტაცია↑ ჰიპერიმუნოგლობულინემია, პოლიკლონური და მონოკლონური გამოპათიები, ფსევდოჰიპერპროტეინემია, გამოხატული დეჰიდრატაცია. ↓ ენტეროპათიები ცილის დაკარგვით, მწვავე დამწვრობები, ნეფროზული სინდრომი, მწვავე ცილოვანი უკმარისობა, ღვიძლის დაავადება, მალაბსორბციის სინდრომი, აგამაგლობულინემია.

 

↑–იმატებს

↓–იკლებს



                Developed by
                MRG web studio