კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - HR.5.12. რენინის პირდაპირი კონცენტრაცია - SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Imulite 2000
სერიული ანალიზის ფასი: 91 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 103 GEL

HR.5.12. რენინის პირდაპირი კონცენტრაცია

SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Imulite 2000 

 

რენინი წარმოადგენს პროტეოლიზურ ფერმენტს, რომელიც რენინ–ანგიოტენზინური სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია. რენინის მოქმედების ქვეშ ანგიოტენზინოგენი  გარდაიქმნება ანგიოტენზინ–ად, რომელიც ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის მეშვეობით გარდაიქმნება ანგიოტენზინად (ძლიერი სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერება), რაც თავისმხრივ ხელს უწყობს ალდოსტერონის სინთეზს და  გამოთავისუფლებას (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ნატრიუმის და კალიუმის ცვლას). რენინის შემცველობას სისხლში დღე–ღამური რითმი აქვს, რაც დამოკიდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობაზე, ნატრიუმის დონესა და სხეულის მდებარეობაზე  (ვერტიკალური და ჰორიზონტალური). რენინის განსაზღვრა აუცილებელია ჰიპერტენზიული  მდგომარეობების  დიფერენციული  დიაგნოზისათვის.

განსაზღვრის  მეთოდი:  რადიოიმუნოლოგიური  ანალიზი 

ანალიზი  სრულდება:  ELISA  მეთოდით                                                  

რეფერენსიული  განსაზღვრა:  ჰორიზონტალური: 4.0 - 23.7 pg/mL

                                                    ვერტიკალური: 4.0 - 37.52 pg/mL                                                                                                                                                                                                                                                                     

მასალა  გამოკვლევისათვის:  პლაზმა 1მლ,  სისხლის  შრატი                                                                                                                                                                                                                            

შენახვის  პირობები:  –20oC               

პაციენტის  მომზადება:    2–4  კვირით  ადრე  უნდა  მოიხსნას  პრეპარატები,  რომლებსაც  გავლენა  აქვს  რენინის  შედეგებზე  (დიურეტიკები,  ჰიპოტენზიური  აგენტები,  ორალური  კონტრაცეპტივები,  ძირტკბილას  პრეპარატები),  სისხლის აღება უნდა მოხდეს ვენიდან, პაციენტი  უნდა  იყოს  მწოლიარე  მდგომარეობაში 1 საათი ან მეტი, ან ვერტიკალურ  მდგომარეობაში 1  საათის  განმავლობაში.  ნიმუშის  აღება  უმჯობესია  მოხდეს  დილის  7-დან  10 საათამდე.

ინტეფერენცია: ↑ კაპტოპრილი, ქლორპროპამიდი, ენალაპრილი, პერორალური კონტრაცეპტივები, კალიუმის შემაკავებელი შარდმდენები, დიაზოქსიდი. ↓ ბეტა-ადრენობლოკატორები, ასპირინი, კლონადინი,  დეზოქსიკორტიკოსტერონი,  ინდომეტაცინი,  მეთილდოპა,  კალიუმი,  რეზერპინი

ინტერპრეტაცია:  ↑  ჰიპერტონიული  მდგომარეობები:  ავთვისებიანი  ან  მძიმე  ჰიპერტონია,  თირკმლის  ცალმხრივი  დაზიანებები  მძიმე  ან  ავთვისებიანი  ჰიპერტონიით,  პარენქიმატოზული  თირკმლის  დაზიანებები,  რენინის  გამომყოფი  სიმსივნეები,  ფეოქრომოციტომა,  ორალური  კონტრაცეპტივებით  გამოწვეული  ჰიპერტონია.  შეშუპებითი  ნორმოტენზიული  მდგომარეობები:  ღვიძლის  ციროზი,  ჰეპატიტი,  ნეფროზი,  შეგუბებითი  გულის უკმარისობა.  ჰიპოკალიემიური  ნორმოტენზიური  მდგომარეობები: ბარტერის  სინდრომი,  სხვა ნეფროპათიები მიმდინარე ნატრიუმის ან კალიუმის დაკარგვით, ალიმენტური დაღვევები მიმდინარე ელექტროლიტების დაკარგვით.  ადრენოკორტიკალური  უკმარისობა,  კალიუმის  შემცველობის  დაქვეითება  ორგანიზმში.   ↓  პიეველადი  ალდოსტერონიზმი  გამოწვეული  თირკმელზედა  ადენომით,  ფსეუდოპირველადი  ან  იდიოპათიური  ალდოსტერონიზმი  (ჩვეულებრივ  ორმხრივი  თირკმელზედა  ქერქის  ჰიპერპლაზია), თირკმელზედა  ჯირკვლის  კიბო  მინერალოკორტიკოიდების  სიჭარბით. ესენციალური  ჰიპერტონია,  ლიდლის  სინდრომი,  თირკმლების  პარენქიმატოზური  დაავადებები,  აუტოიმუნური  დარღვევები  ჰიპოტონიის  დროს,  მედიკამენტოზური  ადრენერგული  ბლოკადა,  ჰიპერკალიემია.



                Developed by
                MRG web studio