კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - HR.5.6. ალდოსტერონი - SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Imulite 2000
სერიული ანალიზის ფასი: 39 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 47 GEL

HR.5.6. ალდოსტერონი

SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Imulite 2000

 

ალდოსტერონი - სტეროიდული ბუნების ჰორმონია, ის თირკმელზედა ჯირკვლის გორგლოვან შრეში ქოლესტერინისაგან სინთეზირდება (მინერალოკორტიკოიდი). ალდოსტერონის  მოქმედება გამოიხატება ფერმენტ  პროტეინკინაზას სინთეზის სტიმულაციაში. პროტეინკინაზა აკატალიზებს აპიკალური მილაკების მემბრანაში ფოსფოლიპიდების გარდაქმნას, რის შედეგადაც იზრდება მისი განვლადობა წყლისა და ნატრიუმის მიმართ. საბოლოოდ ხდება ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება (რომელიც აღემატება წყლის შეკავებას) და კალიუმის იონების გამოყოფა.

ალდოსტერონის სეკრეციის ძირითადი რეგულატორია რენინ-ანგიოტენზინის სისტემა, რომელიც რეაგირებს მოცირკულირე სისხლის მასაზე და, ასევე, კალიუმის დონეზე სისხლში. ჰორმონის კონცენტრციის პიკი  აღინიშნება დილის საათებში. ფიზიოლოგიურად ალდოსტერონის რაოდენობა მატულობს ციკლის ლუთეინურ  ფაზაში  და  ორსულობისას.  60 წელს გადაცილებულ პაციენტებში ალდოსტერონის დონე სისხლში 50%  კლებულობს, რაც  გათვალისწინებულ  უნდა  იქნას  შედეგების  ინტერპრეტირებისას. ჰიპოკალემიისას საჭიროა ანალიზამდე კალიუმის დონის დარეგულირება.

განსაზღვრის  მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური.

ანალიზი  სრულდება: Advia  Centaur-ის  ანალიზატორზე.

რეფერენსული  მნიშვნელობა:  15.0 - 133.0  pg/mL

მასალა  კვლევისათვის:  სისხლის  შრატი.

შენახვის  პირობები: < 24 სთ,  2-8  ºC  ტემპერატურაზე
                                       > 24 სთ,  -20  ºC  ტემპერატურაზე

პაციენტის  მომზადება:  მასალის  აღება  ხდება  დილის  საათებში  (8.00-9.00)  უზმოზე.  პაციენტი  უნდა  იყოს  მშვიდად,  2 საათის  განმავლობაში  ჰორიზონტალურ  მდგომარეობაში.

ინტერფერენცია: ↑ ანგიოტენზინი,ესტროგენები, საფაღარათო საშუალებების ჭარბი დოზებით გამოყენების შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაცია, შარდმდენები, მეტოკლოპრამიდი, პერორალური კონტრაცეპტივები,  კალიუმი, ნატრიუმის შეზღუდვა, სპირონოლაკტონი, თიაზიდური დიურეტიკები. ↓ დეზოქსიკორტიკოსტერონი, ამინოგლუტეტიმიდი, ეტომიდატი, ხანგრძლივი მკურნალობა ჰეპარინით, ინდომეტაცინი,  აგფ  ინჰიბიტორები,  ჰიპოკალემია,  ჰიპერნატრიემია.

ინტერპრეტაცია:   ↑  პირველადი  ალდოსტერონიზმი (ალდოსტერომა), იდიოპათიური ალდოსტერონიზმი (თირკმელზედა ჯირკვლების ორმხრივი ჰიპერპლაზია), მეორადი ალდოსტერონიზმი.  ↓ ჰიპერტენზიის არ  არსებობისას:  ადისონის  დაავადება, იზოლირებული ჰიპოალდოსტერონიზმი, რენინის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოალდოსტერონიზმის სინდრომი. ჰიპერტენზიისას: ტერნერის სინდრომი (25%შემთხვევათა), შაქრიანი დიაბეტი, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია,  დეზოქსიკორტიკოსტერონის  კორტიკოსტერონის ან 18-დეზოქსიკორტიკოსტერონის ჭარბი სეკრეცია.



                Developed by
                MRG web studio