კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

კატეგორიები
კლინიკური ლაბორატორია
ნუტრიციოლოგია
კოაგულოგრამა
კარდიორევმატოიდული პანელი
ფარისებრი ჯირკვალი
შაქრიანი დიაბეტი
ბიოქიმია
ოსტეოპოროზიის პანელი
ჰიპოფიზი
სასქესო ჰორმონები
თირკმელზედა ჯირკვალი
იმუნოლოგია
სეროლოგია
უროგენიტალური ინფექციები
ალერგოლოგია
აუტოიმუნური დაავადებები
ონკომარკერები
მორფოლოგია / ჰისტოლოგია
სპეციფიური შეღებვები
ციტოლოგია
ბაქტერიოლოგია
გენეტიკური კვლევები
ლაბორატორია - HR.5.5. კორტიზოლი სისხლში - SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP
სერიული ანალიზის ფასი: 31 GEL     |
ექსპრეს ანალიზის ფასი: 36 GEL

HR.5.5. კორტიზოლი სისხლში

SIEMENS–ის ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP 

 

კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მილაკოვან შრეში გამომუშავდება. მისი სეკრეცია აკტჰ-ს მიერ რეგულირდება. სისხლში შეკავშირებულია ტრანსკორტინთან  (კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელი გლობულინი), ალბუმინთან და სტეროიდ შემკავშირებელ გლობულინთან. კორტიზოლი კორტიკოიდების 75-90%-ს შეადგენს, ცირკულირებს სისხლში, გარდაქმნას  განიცდის  ღვიძლში. ჰორმონის  მთლიანი  რაოდენობის  მხოლოდ 10%  ცირკულირებს სისხლში თავისუფალი სახით და უცვლელად გამოიყოფა შარდით. კორტიზოლის მოქმედების ძირითადი ეფექტი ნივთიერებათა  ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის რეგულაციაში მდგომარეობს. ლაბორატორიული შედეგების ინტერპრეტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი, რომ კორტიზოლი წარმოადგენს სტრესულ  ჰორმონს და მის დონეზე მოქმედებს პაციენტის საერთო ფსიქოსომატური მდგომარეობა  (სტრესი,  დეპრესია,  მძიმე  თანმხლები  დაავადებები,  ინტოქსიკაცია),  ამიტომ,  უკეთესი  იქნება  შეფასდეს  შარდით  მისი დღიური ექსკრეცია.  ჯანმრთელ ადამიანებში კორტიზოლის სეკრეციის რიტმი არსებობს: მაქსიმალური დილის საათებში და 2-5-ჯერ ნაკლები საღამოს. კუშინგის სინდრომიან პაციენტებში ეს რიტმი დარღვეულია.

განსაზღვრის  მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი  სრულდება: Advia  Centaur-ის ანალიზატორზე.

რეფერენსული  მნიშვნელობა:  4.3  -  22.4 µg/mL   8-10 სთ.

                                                     3.09 - 16.7 µg/mL  16 სთ.

მასალა  კვლევისათვის: სისხლის  შრატი.

შენახვის  პირობები: < 8 სთ, 15-25ºС  ტემპერატურაზე
                                       < 48 სთ,  2-8ºC    ტემპერატურაზე
                                       > 48 სთ, -20ºC  ტემპერატურაზე

მასალის  აღება  ხდება  ვაკუუმ-სისტემაში  ანტიკოაგულანტის  გარეშე  ან  შედედების  აქტივატორის  დამატებით.  სისხლი  ლაბორატორიაში  უნდა  მოხვდეს  2 სთ-ის  განმავლობაში,  2-8  ºC  ტემპერატურული  რეჟიმის  დაცვით.

პაციენტის  მომზადებაანალიზამდე  ერთი  დღით  ადრე  უნდა  გამოირიცხოს  გლუკოკორტიკოიდები,  ესტროგენები,  ოპიატები,  პერორალური  კონტრაცეპტივები.  3 დღით  ადრე  შეგროვებამდე  და  იმ  დღეს  გამორიცხულ  იქნეს  თამბაქო,  ყავა,  ალკოჰოლი.

ინტერფერენცია:    ↑  ამფიტამინი,  კორტიკოტროპინი,  კორტიზონ-აცეტატი,  ჰოდროკორტიზონი,  ინტერფერონი, მეტოქსამინი,  ნიკოტინი,  კონტრაცეპტივები.
↓ ამინოგლუტეტიმიდი,  ბეკლომეტაზონო  ვალერატი,  დეზოქსიმეტაზონი,  მეთილპრედნიზოლონი.

ინტერპრეტაცია:  ↑ კუშინგის  სინდრომი,  ორსულობის  გვიანი  ვადები,  სტრესი,  ჰიპოგლიკემიური  მდგომარეობა,  ჰიპერთირეოზი.  ↑↑  ექტოპიური  აკტგ  სინდრომი.  ↓  ადისონის  დაავადება,  თირკმელზედა  ჯირკვლის  ქერქის  თანდაყოლილი  ჰიპერპლაზია (ადრენოგენიტალური სინდრომი), ჰიპოპიტუიტარიზმი.



                Developed by
                MRG web studio