კლინიკა "ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ; (+995) 32 2 774 000 ან (+995) 32 2 771 000

კატეგორიები
ენდოკრინოლოგიური განყოფილება
საოპერაციო ბლოკი
ქირურგიული განყოფილება
ინტენსიური ბლოკი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი - ღვიძლის რადიოსიხშირული და მიკროტალღური აბლაცია

ღვიძლის რადიოსიხშირული და მიკროტალღური აბლაცია

 

მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მედიცინის განვითარებას, განსაკუთრებით ონკოლოგიაში. დღევანდელ დღეს  ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ბევრი დაავადება ექვემდებარება მკურნალობას, რაც წარმოუდგენელი იყო უახლეს წარსულში. ამ ფონზე აქტუალურია ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობის მეთოდიკის დახვეწა და კონკრეტულ პაციენტზე მორგება. ზოგადად ღიძლის სიმსივნეები საერთო ონკოლოგიური დაავადებების 0.7-1% -მდე აღწევს, ღვიძლუჯრედოვანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ჰეპატოცელულარული კიბო, უფრო იშვიათად ანგიოსარკომა, ჰეპატობლასტომა. სადინროვანი, ანუ ქოლანგიოკარცინომა ღვიძლის სიმსივნური დაავადებების 30%-დეც შეიძლება მიაღწიოს. თუ განვიხილავთ ღვიძლის მეორად სიმსივნურ დაზიანებას, ანუ მეტასტაზურ დაზიანებას, აქ სტატისტიკა უფრო სავალალოა. ღვიძლის მეტასტაზური დაზიანება დაახლოებით 10 ჯერ აღემატება პირველად სიმსივნეებს. მათ შორის 2/3 უკავია კოლორექტალურ, ანუ მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნეების მეტასტაზირებას. აღნიშნული დაავადების და პრობლემის მკურნალობა ბუნებრივია გულისხმობს კომბინირებულ მკურნალობას, რაშიც ქირურგიასთან ერთად იგულისხმება აბლაცია, რადიოთერაპიული, ქიმიოთერაპიული, ჰორმონალური და ასე შემდეგ მეთოდები, რომლის შერჩევა კონკრეტულ პაციენტთან მულტიდისციპლინარულ რეჟიმში განხილვით ხდება.   დღემდე ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობაში უპირატესობა სიმსივნის ქირურგიული გზით მოცილებას, ანუ რეზექციას ენიჭიბა. ამ მხრივ საკმაოდ პროგრესული ნაბიჯია ულტრაბგერითი დანის, CUSA-ს შექმნა, რომელიც ღვიძლის რეზექციისას მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის დანაკარგს და ის მინიმუმამდე დაყავს. აგრეთვე არგონის კკვეთა და კოაგულაცია, ანუ მცირე ზომის სადინრების და სისხლძარღვების მოწვა. ყოველივე ეს აუცილებელი წინაპირობაა  ღვიძლის მცირე მასშტაბის და გაფართოებული უსფრთხო რეზექციის წარმოებისთვის. დღეს ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ამ აპარატურის თანამედროვე და უახლესი მოდელებით. არარეზექტაბელური სიმსივნეების, ღვიძლის სხვადასხვა ზონაში რამოდენიმე მეტასტაზის არსებობისას, პაციენტეის მძიმე საერთო მდგომარეობისას და სხვა შემთხვევებში, როცა ქირურგიის წარმოება შეუძლებელია ან მაღალი რისკია, გამოიყენება მკურნალობის სხვა და კომბინირებული მეთოდები. ორ ათეულ წელიწადზე მეტია აქტიურად გამოიყენება აბლაციის სხვავდახვა მეთოდები, მედიკამენტოზური, ენდოვასკულარული და თერმოაბლაციები. ამ უკანასკნელზე გვექნება საუბარი. ბოლო 15 წელიწადია რაც აქტიურად გამოიყენება რადიოტალღური აბლაცია და არსებობს მისი რამოდენიმე მოდიფიკაცია. მისი მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია რადიოტალღური ველის არეში მაღალი ტემპერატურის წარმოქმნით, 60-100 გრადუსის ფარგლებში. ამისთვის რადიოტალღური აბლაციის ნემსი თავსდება სიმსივნის ცენტრში, ნემსიდან დამატებით გამოდის ნახევარრკალურად მცირე ზომის გადამცემები, რომლებიც მოცავენ აბლაციის ზონას და მაღალი ტემპერატურით ახდენენ სიმსივნური უჯრედების სრულ დესტრუქციას, საკმაოდ მნიშვნელოვანია ნემსის აბლაციის ზონაში სიზუსტით მოთავსება. ამის საშუალებას იძლევა ინტრაოპეარციული ექოსკოპია, სპეციალური გადამწოდებლით, რაც თავის მხრივ წარმატებული პროცედურის წინაპირობაა. აბლაციის წარმოება შესაძლებელია როგორც ღია ისე ლაპაროსკოპული ქირურგიული გზით ვინაიდან ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ორივე მეთოდისთვის აუცილებელი ექოლოგიური გადამწოდებლებით. რათქმა უნდა,ლაპაროსკოპულ მეთოდს მცირეინვაზიურობიდან და ტრავმატულობიდან გაცილებით უპირატესობა გააჩნია ღია ქირურგიულ მეთოდთან. ერთდროულად შესაძლებელია რამოდენიმე სიმსივნური წარმონაქმნის აბლაცია. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ ტიპის აბლაციას გააჩნია გარკვეული შეზღუდვები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს,რომ აბლაცია წარმოებს 3 სანტიმეტრამდე დიამეტრის მქონე სიმსივნურ წარმონაქმნებზე. აგრეთვე,სიმსივნური ქსოვილის დესტრუქციის გარდა ხდება 1 სანტიმეტრამდე საღი ქსოვილის დესტრუქციაც. ბუნებრივია სიმსივნის ახლო ლოკალიზაცია მაგისტრალურ სისხლძარღვთან ან სადინართან, აბლაციის დროს ქმნის სტრუქტურების დაზიანების მაღალ რისკს შემდგომი გართულებებით, როგორიცაა სისხლდენა, ჰემატომა, ბილომა, შემდგომი ჩირქგროვის წარმოქმნით. შესაბამისად, მიუხედავად მაღალი ეფექტურობისა  რადიოტალღურ აბლაციას გარკვეული შეზღუდვები და უკუჩვენებები გააჩნია. ამ ფონზე გაცილებით პროგრესული ნაბიჯია მიკროტალღური აბლაცია. პრინციპულად სხვა მექანიზმით, ნემსის ირგვლივ წარმოქმნილი ელექტრული ველი იწვევს ქსოვილში წყლის და სიმსივნური უჯრედების მოძრაობას, ამის ხარჯზე მაღალი ტემპერატურის წარმოქმნას და სიმსივნის დესტრუქციას. მიკროტალღური ნემსის მოთავსება აქაც ხორციელდება ექოსკოპიის კონტროლით, როგორც ღია ქირურგიული ასევე ლაპაროსკოპული მეთოდით. აქვე დავსძენთ, რომ დესტრუქციის დიამეტრი განისაზღვრება 3 სმ-თი, მაგრამ საღ ქსოვილში ვრცელდება 0.5 სმ-ზე, რაც საშუალებას იძლევა აბლაცია ჩატარდეს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებთან და სადინრებთან უფრო ახლოს, ვიდრე რადიოტალღურის დროს. ერთერთი მნიშვნელოვანი უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს სიმულტანური აბლაცია, ანუ 2 ან 3 ნემსით აბლაცია, რაც საშუალებას იძლევა 5-6 სანტიმეტრამდე დიამეტრის სიმსივნეებზე აბლაციის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ აბლაციის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა კომბინირებული ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა იმ შემთხვევებშიც კი, რომლებიც უახლოეს წარსულიში არაოპერაბელურად ითვლებოდა. მაგალითიდათ, როდესაც დიდი ზომის წარმონაქმნია ღვიძლის რომელიმე წილში და ამავდროულად მეორე წილში ფიქსირდება რამოდენიმე მეტასტაზი. შესაძლებელია გატარდეს ერთდროულად ღვიძლის დაზიანებული უბნის რეზექცია და არსებული მეტასტაზების აბლაცია. აგრეთვე,შესაძლებელი გახდა გაფართოებული რეზექციების შესრულება, ეგრეთ წოდებული ALPPS დაLAPSტექნიკით ღვიძლის ეტაპობრივი რეზექცია. რა იგულისხმება ამის ქვეშ: ღვიძლის გაფართოებული რეზექციის დროს პირველ ეტაპად ხდება კარის ვენის დაზიანებული წილის მხარეს გადაკვანძვა და რეზექციის ხაზის აბლაცია. 1-2 კვირის განმავლობაში შესაძლებელია ნარჩენი მცირე ღვიძლის ზომაში მატება და მთელი ფუნქციის თავის თავზე აღება. ამის შემდგომ კი ხდება ღვიძლის უსაფრთხო რეზექცია.

ჩვენი კლინიკა ამ საკითხებში თანამშრომლობს ბრიტანეთის და ევროპის ერთერთ წამყვან კლინიკასთან “Kings college Hospital” და მის წამყვან სპეციალისტებთან. აღნიშნულ კლინიკაში ტრენინგი გაიარა ჩვენი კლინიკის ყველა რგოლის სპეციალისტმა და შესაბამისად ფლობს აუცილებელ უნარჩვევებს. გვაქვს თითქმის ყოველდღიური ინფორმაციის გაცვლა და საჭიროებისას ონლაინ კონსულტაციები. აგრეთვე,მათივე რეკომენდაციით მოხდა უნიკალური აპარატის შეძენა, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოებული იქნას როგორც რადიოტალღური,ისე მიკროტალღური აბლაცია.  რაც სიახლეა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ბევრი წამყვანი კლინიკისთვის. აგრეთვე, შეძენილა და დამონტაჟებულია ანესთეზია-რეანიმაციისთვის უახლესი აპარატურა, როგორიცაა სელსეივერი, სითხის სწრაფი გადასხმის და გათბობის აპარატი, უნიკალური მონიტორები, რაც საშუალებას იძლევა მაღალი დონის და მაქსიმალურად უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა კინგს კოლეჯ ჰოსპიტალთან, საბოლოო ჯამში ითვალისწინებს, რომ ჩვენს კლინიკაში ჩამოყალიბდეს ძლიერი და მაღვალკვალიფიციური გუნდი, შემდგომში ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად წარმატებული ღვიძლის ტრანსპლანტაციების წარმოებისთვისა.



                Developed by
                MRG web studio