(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com

სერტიფიკატი - ISO 9001:2008 (No: CI/14534)

 

ISO (International Organization for Standardization) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს.

ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ISO 9000 სერიის სტანდარტებს  და ეხმარება ორგანიზაციებს მუდმივად შეესაბამებოდნენ მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებსა და მოლოდინს, აგრეთვე, ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს. ISO 9000 სერიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები წარმოადგენს ხარისხის სისტემის არჩევანს. წამყვანი კომპანიები ურთიერთობის დასამყარებლად ISO სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციებს ირჩევენ.

კლინიკა „ენმედიცი“ 2013 წლიდან სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატით - ISO 9001:2008 (No: CI/14534). სერტიფიცირება განხორციელდა სასერტიფიკაციო კომანიის ''Certification International D.eA. Italy''-ის მიერ. სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის კუთხით. სერტიფიკატი გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ კომპანიას უტარდება გეგმიური აუდიტი, რესერტიფიცირება კი სამ წელიწადში ერთხელ ხდება. სანამ კომპანიას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭება, მანამდე კომპანიაში წინასასერტიფიკაციო სამუშაოები ტარდება.

საერთაშორისო სერტიფიკატი ISO კომპანიის მაღალ სტანდარტებს უსვამს ხაზს და მომხმარებელს მის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობით განაწყობს. 

ჩვენი ხარისხის პოლიტიკა ეფუძნება 4 ძირითად პრინციპს:

  1. შესაბამისობა კლიენტების მოთხოვნებთან - ჩვენ სრულად ვახდენთ იდენტიფიცირებას და ვექვემდებარებით ჩვენი კლიენტების საჭიროებებს
  2. თვალყურს ვადევნებთ ჩვენი საქმიანობის პროცესს, ვახდენთ შეცდომების პოტენციალის იდენტიფიცირებას და ვატარებთ აუციელებელ ღონისძიებებს მათ სალიკვიდაციოდ
  3. ჩვენ უზრუნველვყოფთ დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე ყველა ყველა თანამშრომლის მხრიდან მასზე დაკისრებული ფუნქციების მაღალ დონეზე ცოდნას და სათანადო შესრულებას.
  4. ყველა მუშაკი პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე

კლინიკა „ენმედიცი“-ს მისიას წარმოადგენს სანდო და გარანტირებულად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თითოეული მომხმარებლისთვის, რომელიც დაფუძნებულია კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციებზე, მაღალ პროფესიონალიზმზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე მიდგომების გამოყენებაზე, დიაგნოსტიკისა და კვლევის უახლესი მეთოდებზე,  ულტრათანამედროვე აპარატურაზე, მუდმივ სწრაფვაზე განვითარებისკენ.

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com