(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   სასკოლო მზაობა ბავშვთა ასაკში     /    2019-06-12
სასკოლო ასაკის ბავშვს. უპირველეს  ყოვლისა უნდა გააჩნდეს ფსიქოლოგიური მზაობა, რომელიც  გულისხმობს ინტელექტუალურ, ემოციურ  და სოციალურ მზაობას. 
ინტელექტუალურ  მზაობაში იგულისხმება, თუ  რამდენად შეუძლია ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა, აღქმა საგნებსა და მოვლენებს შორის მიმართებაში და არა ის, თუ რამდენად კარგად კითხულობს ან წერს,როგორც ამას ანიჭებენ ხშირად მშობლები უპირატესობას. 
 
ემოციურ  მზაობაში იგულისხმება თვითკომპეტენტურობა  და  დაბრკოლების გადალახვის უნარი. თვითკომპეტენტურობაში იგულისხმება ე.წ. დამოუკიდებელი ბავშვი ანუ ბავშვი ,რომელსაც შეუძლია ჩაიცვას, დაიბანოს ხელ-პირი,  შეჭამოს დამოუკიდებლად, ასეთი უნარები ხელს უწყობს მასში თვითშეფასების განვითარებას. 
 
სკოლა არის ერთგვარი ახალი გარემო ბავშვისთვის, რომელიც შეიძლება აღიქვას, როგორც დაბრკოლება, იმისათვის რომ მან დასძლიოს ზოგადად  დაბრკოლება, უნდა შეეძლოს ემოციების გარჩევა და ამ ემოციის მისაღები გზით გამოხატვა, მარტივად რომ გითხრათ მაგ; შენიშვნაზე ან შეცდომაზე ბავშვს უნდა შეეძლოს მოცემული სიტუაციის გაანალიზება, ეცადოს გამოსწორებას და შეძლოს ასევე დახმარებისათვის მიმართვა. ამ მხრივ მოუმზადებელი ბავშვი კი ბრაზდება, თავს იჩენს აგრესია,ან პირიქით ჩაკეტილობა და ემოციური ლაბილობა.მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს იმედგაცრუებასთან გამკლავება.
 
რაც შეეხება სოციალურ მზაობას, გულისხმობს ურთიერთობების უნარს, დათმობას, მოსმენას, სხვისი ემოციის გაგებას .ბავშვს უნდა შეეძლოს კითხვის დასმა, დახმარების თხოვნა. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს კითხვა- თუკი ბავშვს არ აქვს სათანადოდ განვითარებული აღნიშნული ფაქტორები, მაშინ 
რა ვქნათ? არ მივიყვანოთ სკოლაში?. 
რა თქმა უნდა ,ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სკოლაში არ მივიყვანოთ, მაგრამ სკოლაში მისვლამდე სასურველია ბავშვმა გაიაროს ე.წ.ფსიქო-მოტორული განვითარების შეფასება ბავშვთა ნევროლოგთან, შეფასდეს მისი ფსიქიკის ასაკობრივი განვითარება და მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. თუკი ბავშვს სამივე კომპონენტში აღენიშნება მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, სჯობს დროებით თავი შევიკავოთ სკოლაში მიყვანაზე და სპეციალური რეკომენდაციით მოხდეს მუშაობა მასთან.
 
აქვე მინდა გაგაცნოთ შესაბამისი ინსტრუქციები , რაც გამოგადგებათ იმისათვის რომ გაუადვილოთ ბავშვს საკუთარი გენეტიკური უნარების განვითარება გარემოში. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის აუცილებელია ბავშვის ასაკისათვის შესაბამისი ფსიქო-სოციალური გარემო, მშობლების მეტყველებითი, შემეცნებითი კომუნიკაცია ბავშვთან . 
3-4 წლიდან მარტივი მოთხრობის ან ზღაპრების წაკითხვა და კითხვის დასმა წაკითხულის ირგვლივ. მაგ: როცა ბავშვს ვუკითხავთ ან ვუყვებით,რომ წითელქუდა ტკბილეულით სავსე კალათით მიდიოდა ბებოსთან , სასურველია ბავშვს ვკითხოთ - სად მიდიოდა წითელქუდა? - რა ეჭირა მას ხელში? და ა.შ. ასევე არ დატოვოთ უყურადღებოდ ბავშვის მიერ დასმული კითხვები. 
 
3 წლის ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განვითარებული მეტყველება, თუ ეს ასე არაა, სჯობს მიმართოთ სპაციალისტს, რამეთუ მას აუცილებლად ექნება კომუნიკაციის პრობლემა და იქ სადაც არის აღნიშნული პრობლემა აღინიშნება გააზრების დეფიციტიც. მნიშვნელოვანია ასევე მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარება, რაც გულისხმობს გარემოში ფიზიკურ აქტივობას, ასევე ხატვას, ძერწვას,ტაქტილურ იგივე შეხებით კომუნიკაციას.
 
კლინიკა "ენმედიცი"-ს ბავშვთა ნევროლოგი - ეკატერინე ჩუბინიძე

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com