(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   დროსთან ერთად იცვლება სამყარო და მასთან ერთად გარემო პირობები ადამიანების ირგვლივ     /    2019-04-12
ადრე ბავშვები თუ დროის უმეტეს ნაწილს ეზოში ატარებდნენ,ეხლა ეს პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირებულია და დროის უმეტესი ნაწილი ეზოს მაგივრად ტექნოლოგიებმა შეცვალა.
ზოგადად ბუნებრივ აქტივობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგალითად ავიღოთ თამაში,რომლის საშუალებით ბავშვი სასიამოვნოდ ერთობა და ასევე ეს პროცესი მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტში დადებით როლს თამაშობს, ვინაიდან ამ დროს ხდება ბუნებასთან კონტაქტი,აქტივობები იძლევა სამყაროს უკეთ შეცნობის საშუალებას,რაც ბავშვს ახალი აღმოჩენის და მეტი შესაძლებლობების გამოვლენის უნარს უყალიბებს.
 
ეზოში თამაში,ფიზიკური აქტივობები ბუნებაში ხელს უწყობს სენსო-მოტორულ განვითარებას.გარემოსთან და ადამინებთან ურთიერთობებით ბავშვი ახდენს მეტ სოციალურ ადაპტაციას. თამაში, რომელშიც ჩართულია ბავშვი ეფუძნება რაღაც წესს,თანმიმდევრულ მოქმედებებს, ჩართულობას,აზროვნებას,დამოუკიდებელ და სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას ბავშვის მხრიდან, საკუთარი შესაძლებლობებისა და აზრის გამოხატვის საშუალებას. ყოველივე ეს ბავშვს ასწავლის წესრიგს, დაბრკოლების გადალახვას და დათმობაზე წასვლას, ურთიერთობებს, სხვისი აზრის გათვალისწინებასა და პატივისცემას,ტოლერანტობას, ისინი თავს გრძნობენ მოტივირებულად და ბედნიერად, ეს კი განსხვავებულად ავითარებს თავის ტვინს.
 
ბავშვები, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ტექნიკასთან ატარებენ,იღებენ გამოცდილებას მხოლოდ 2 სენსორული არხისთვის: სმენა და მხედველობა. ეკრანთან ყოფნისას მიღებული შეგრძნებები,როგორიცაა ფერები, ფორმები,ხმები,სწრაფი მოძრაობები ჭარბად ასტიმულირებს ტვინს და ბავშვები ხდებიან დამოკიდებულნი ამ შეგრძნებებზე და გარკვეული დროის შემდეგ რეალურ სამყაროსთან ურთიერთობას ამჯობინებენ ასეთი გზით მიღებული სიამოვნების განცდას, ნაკლებად ინტერესდებიან როგორც გარემოთი ასევე ადამიანებით.
 
მართალია ბავშვის ტექნიკასთან ურთიერთობა აუცილებელია თანამედროვე სამყაროში, მაგრამ მთავარია ადაპტირების და გარკვეული რუტინის ჩართვა მასთან მიმართებაში. ეს კი ყველა ასაკში მიდგომათა თავისებურ წესს ემყარება, რის შეფასებასაც ახდენს უკვე კონკრეტული ბავშვისათვის ბავშვთა ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი და ასევე მშობელი რომელც ერთვება ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციისამებრ.
 
კლინიკა ენმედიცის ბავშვთა ნევროლოგი - ეკატერინე ჩუბინიძე 

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com