(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   კლინიკა "ენმედიცის" ექიმებმა ქალაქ გორში 300-ზე მეტი პაციენტი უფასოდ გასინჯა     /    2019-03-20
კლინიკა „ენმედიცი“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტის „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“
 
16 მარტს ,,შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო’’- სთან შეთანხმებით, კლინიკამ 79-ე საქველმოქმედო აქცია, ქ.გორის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’-ში   განახორციელა.
 
კლინიკის ექიმების მიერ 300 - ზემეტი პაციენტი უფასოდ იქნა გასინჯული, მათ დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავ

ადებულ პაციენტებს გლუკომეტრები.
 
საქველმოქმედო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით , განსაკუთრებით საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ჩვენიმოქალაქეებისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების გაწევა ,,ენმედიცი’’-ს სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.
 
დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 26 000 - ზე მეტ ადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა.

კლინიკა ,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გაგრძლდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com