(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   კლინიკა "ენმედიცის" 70-ე საიუბილეო საქველმოქმედო აქცია საზღვრისპირა რეგიონში     /    2018-07-04

 

კლინიკა „ენმედიცი“ 2013 წლიდან  ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“, რომლის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების გაწევა,,ენმედიცი’’-ს სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.

უფასო გამოკვლევები მთლიანობაში ჩაუტარდა 26 000 ზე მეტ ადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა.

2018 წლის 30 ივნისს  კლინიკამ,შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით  ხაშურის რაიონის საზღვრისპირა სოფელწაღვლში საიუბილეო 70  საქველმოქმედო აქცია განახორციელა.

 

უფასო კონსულტაციები მიიღო საზღვრისპირა რეგიონის სამი სოფლის მოსახლეობამ წაღვლი, ჩორჩანა და კლდისწყარო.

,,ენმედიცი’’-ს ექიმების მიერ გასინჯული იქნა 350 -ზე მეტი პაციენტი

მოსახლეობას დანიშნულებისამებ დაურიგდათ მედიკამენტები, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს  სისხლში შაქრის რაოდენობის საზომი აპარატი-გლუკომეტრები.

კლინიკა „ენმედიცი“ მომავალშიც აქტიურად გეგმავს რეგიონებში გასვლებს და  მსგავსი ტიპის აქციების განხორციელებას გარკვეული პერიოდულობით.

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com