(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   კლინიკა ენმედიცის ახალი საქველმოქმედო პროექტი     /    0000-00-00

24 აპრილიდან კლინიკა „ენმედიცი“საქველმოქმედო პროექტის-„ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“- ფარგლებში ახალ საქველმოქმედო აქციას იწყებს. აქცია გაიმართება სავაჭრო ცენტრში„თბილისი მოლი“, მესამე სართულზე. აქციის ფარგლებში მოხდება ნებისმიერი მსურველისთვის უფასო ანალიზის გაკეთება. ანალიზი გულისხმობს სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრას,რაც შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის საშუალებას  იძლევა.

უფასო აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს ყოველდღე - 24 აპრილიდან სამი თვის განმავლობაში.

დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, წამყვანი ადგილი არაგადამდებ (ქრონიკულ) დაავადებებს უჭირავს.მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შაქრიანი დიაბეტი.

დაავადების ადრეული გამოვლენა და დროულად დაწყებული მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველმა მეორე დიაბეტიანმა არ იცის თავისი დაავადების შესახებ.

კლინიკა,,ენმედიცი“ 2013 წლიდან  ახორციელებსსაქველმოქმედოპროექტს „ნაბიჯიჯანმრთელობისკენ“,რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის აქციებს, როგორიცაა რეგიონებში  უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვების ხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით (2013 წლიდან, 2-3 კვირაში ერთხელ).

კლინიკა „ენმედიცი“ მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი ტიპის აქციების განხორციელებას.

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com