(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე     /    2018-04-02

კლინიკა "ენმედიცი" უერთდება აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების

მსოფლიო დღეს 

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე  2007 წლიდან, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება.

ეს ინიციატივა განპირობებულია აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიცმსოფლიო სმასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება. 

ამ დღის მიზანია, გაზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. 

ამჟამად აუტიზმის წამალი არ არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შველა შეუძლებელია. აუტიზმის შედარებით მსუბუქი ფორმის მქონე ადამიანებ სშეუძლიათ იცხოვრონ დამოუკიდებელი და ნაყოფიერი ცხოვრებით, თუმცა შედარებით მძიმე ფორმები იწვევს შესაძლებლობების შეზღუდვას და მოითხოვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრუნვასა და მხარდაჭერას. შესაბამისი ინტერვენციების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.

* ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით ყოველ 160 ბავშვში ერთს აქვს აუტისტურის პექტრის აშლილობა (ASD).

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com