(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
   კლინიკა „ენმედიცი“-ში ქართველმა ქირურგებმა საქართველოში პირველად დამოუკიდებლად ჩაატარეს ოპერაცია ფარისებრი ჯირკვალზე კანზე განაკვეთის გარეშე     /    2018-10-04

 

               


     25 სექტემბერს, კლინიკა „ენმედიცი“-ში ქართველი ქირურგების მიერ 42  წლის ქალბატონს წარმატებით ჩაუტარდა ტრანსორალური  თეირეოიდექტომია,  რომლის დროსაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა პირის ღრუდან მიდგომით.

ოპერაცია ონკოქირურგმა, კლინიკა „ენმედიცი“-სთავ-კისრის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ლევანრამიშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელეს.

პაციენტი თავს კარგად გრძნობს, კმაყოფილია ოპერაციის შედეგით და  კლინიკიდან ორ დღეში გაეწერა.

ფარისებრ ჯირკვალზე პირის ღრუდან მიდგომით ოპერაციები სულ რამდენიმე წელია დაინერგა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. აღნიშნული მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ ფარისებრი ჯირკვლის  ოპერაცია ხორციელდება კანზე განაკვეთის გარეშე, რასაც  ესთეტიური თვალსაზრისით პაციენტებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ეს ჩარევა ნაკლებად ტრამვირებადია და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდიც ხანმოკლეა. 

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ენმედიცი“ ფეხდაფეხ მისდევს მსოფლიოში დანერგილ ნოვაციებს, ამის თვალსაჩინო მაგალითია  კლინიკაში აღნიშნული მეთოდით ოპერაციების ჩატარება.

შეგახსენებთ,ტრანსორალურ თირეიდექტომიას 2018 წლის იანვრიდან ერთობლივად  ატარებდნენ ქართველი და თურქი ქირურგები.  ეს მეთოდი, კლინიკა „ენმედიცი“ -ში დაინერგა და ამ ოპერაციას უკვე  წარმატებით ახორციელებს ქართველ ქირურგთა გუნდი, პროფ. ლევან რამიშვილის ხემძღვანელობით.  

      

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com