UR.7. შარდის საერთო ანალიზი SIEMENS-ს ავტომატური ანალიზატორი Clinitek Status

შარდის საერთო ანალიზი

ფასი: ანალიზის პასუხი რამოდენიმე საათში – 8 ლარი


შარდის საერთო ანალიზი წარმოადგენს კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვან და ინფორმატიულ გამოკვლევას. შარდის გამოკვლევა ხორციელდება დიაგნოზტირების იზნით და მკურნალობის ეფექტურობის შესამოწმებლად; შარდის საერთო ანალიზით განისაზღვრება მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებები (გამჭვირვალობა, pH, ხვედრითი წონა), ნალექის მიკროსკოპია და პათოლოგიური კომპონენტები (ცილა, შაქარი, კეტონური სხეულები, ყვითელი პიგმენტები, სისხლი).
განსაზღვრის მეთოდი:არეკვლითი ფოტომეტრია

ანალიზი სრულდება: Urine Analyzer Spinreact- ანალიზატორზე.
რეფერენსული მნიშვნელობები:
• შარდის ფერი – ღია ყვითელი;
• გამჭვირვალობა – გამჭვირვალე;
• ხვედრითი წონა – 1.005 – 1.030;
• pH – 5.0 – 8.0;
• ნიტრიტები – ნეგატიური;
• ცილები – ნეგატიური;
• შაქარი – ნეგატიური;
• კეტონური სხეულიები – ნეგატიური;
• ურობილინოგენი – ნეგატიური;
• ბილირუბინი – ნეგატიური;
• ჰემოგლობინ – ნეგატიური;
• ნაღვლის მჟავეები – ნეგტიური;
• ერითროციტები – ნეგატიური;
• ლეიკოციტები – ნეგატიური;
• ბრტყელი ეპითელიები – ერთეული მხედველობის არეში;
• გარდამავალი ეპითელიები -  ერთეული მხედველობის არეში;
• ცილინდრები – ნეგატიური;
• ფიბრინ – ნეგატიური;
• ელასტიური ბოჭკოები – ნეგატიური;
• საფუარი – ნეგატიური;
• ბაქტერიები – ნეგატირუი;
• მარილები შარდში – ნეგატიური;
• ლორწო შარდში – ნეგატიური;
მასალა კვლევისთვის:  დილის შარდი;
პაციენტის მომზადება: შარდის აღების წინ აუცილებელია ჰიგიენური პროცედურები.
ინტერფერენცია:
   ერითროციტები: ↑ ანტიკუაგულანტები, ამფოტერინები, ასპირინი, ინდომეტაცინი, სულფანილამიდები, რენტგენოლოგიური მედიკამენტები;
   ლეიკოციტები:  ↑ ალოპურინოლები, ამპიცილინი, ასპირინი, ჰეროინი, კანამიცინი, რკინის მარილი,
ფერი: მოყვითალო-მოსტაფილოსფრო -  B ჯგუფის ვიტამინები, ფურაგინი; ვარდისფერი – ანტიპირინი, ასპირინი; მოწითალო-მოყავისფრო – მეტრონიდაზოლი, სულფანილამიდები.
   შარდის ხვედრითი წონა: ↑ მანიტოლი, დექსტრანი, რენტგენოკონტრასტული საშუალებები.
   pH: ↑ ადრენალინი, ნიკოტინამიდი, ბიკარბონატი; ↓ ასკორბინის მჟავა, კორტიკოტროპინი, მეთიონინი;

ინტერპრეტაცია:
ფერი: მუქი ყვითელი – შეშუპება, დამწვრობა, ღებინება, ფაღარათი, შეგუბებითი 
                შეშუპება გულის უკმარისობის დროს.
        უფერო – უშაქრო დიაბეტი, ღვიძლის დაქვეითებული კონცენტრაციული        
               ფუნქცია, დიურეტიკების მიღება, ჰიპერჰიდრატაცია; 
        წითელი – თირკმლის ჭვალი, თირკმლის ინფარქტი;
        ,,ხორცის ნარეცხი” – მწვავე გლომერულონეფრიტი;
        მუქი-ამღვრეული – ჰემოლიზური ანემია;
        შავი – პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია, ალკაპტონურია, მელანომა;
        ყვითელი-ამღვრეული – პარნქიმატოზული სიყვითლე;
        მომწვანო-ყვითელი – მექანიკური სიყვითლე, ნაღვლკენჭოვანი დაავადება,
                        პანკრეასის თავის კიბო;
       რძისფერი – თირკმლის ლიმფოსტაზი, შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია.
ხვედრითი წონა: ↑  გლუკოზურია, პროტეინურია, სითხის მცირე რაოდენობით მიღება, სითხის დიდი დანაკარგი(ღებინება, ფაღარათი), ორსულთა ტოქსიკოზი, ოლიგურია.  ↓ უშაქრო დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მილაკების მწვავე დაზიანება, პოლიურია.
pH: ↑ მეტაბოლუი და სუნთქვითი ალკალოზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მილაკების აციდოზი, ჰიპერკალიემია, პარათირეოიდული ჯირკვლის პირველადი და მეორადი ჰიპერფუნქცია, ნახშირწყლოვანი ანჰიდრაზების ინჰიბიტორები, ხილის და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით შემცველი დიეტა, გახანგრძლივებული ღებინება, შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია, შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია გამოწვეული შარდმჟავის გამხლეჩი მიკროორგანიზმებით, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ახალწარმონაქმნი. (დაკლ.) მეტაბოლუი და სუნთქვითი აციდოზი, ჰიპოკალიემია, გაუწყლოება, შიმშილი, შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულოზი, ცხელება, გამოხატული დიარეა, ხორცის ცილის დიდი რაოდენობით შემცველი დიეტა.
ცილა: ↑ ნეფროზული სინდრომი, დიაბეტური ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი, ნეფროსკლეროზი, ფანკონის სინდრომი, მძიმე მეტალებით მოწამვლა, სარკოიდოზი, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, მიელომური დაავადება, გულის უკმარისობის დროს თირკმლის ჰემოდინამიკის დარღვევა, ციება, საშარდე სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდგამომყოფი სისტემის ანთებითი დაავადებები.
შაქარი: ↑ შაქრიანი დიაბეტი, მწვავ პანკრეტაიტი, ჰიპერთირეოზი, სტეროიდული დიაბეტი, მორფინით, სტრიქნინით, ფოსფორით მოწამვლა, ჰემპინგ-სინდრომი, კუშინგის სინდრომი, მიოკარდოუმის ინფარქტი, ფეოქრომოციტომა, ფართო ტრამვა, თირკმლის ტურბულოინტერსტიციული დაზიანება, ორსულობა, დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება.
ბილირუბინი: ↑ მექანიკური სიყვითლე, ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზი, ღვიძლში მეტასტაზები.
ურობილინოგენი: ↑ ჰემოლიზური ანემია, სისხლძარღვშიდა ჰემოლიზი, პერნიციოზული ანემია, პოლიციტემია, მასიური ჰემატომას გაწოვა, ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ღვიძლის მეორადი უკმარისობა, გულის და ცირკულატორული უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე,
კეტონური სხეულები: ↑ შაქრიანი დიაბეტი(დეკომპენსირებული), პრეკომატოზური მდგომარეობა, ცერებრალური კომა, ხანგრძლივი შიმშილი, მძიმე ცხელება, ჰიპერინსულინიზმი, ჰიპერკატექოლამინემია, იზოპროპრანოლოლით მოწამვლა, ეკლამფსია, ნახშირწყლების ნაკლებობა კვების რაციონში.
ჰემოგლობინი: ↑ მძიმე ჰემოლიზური ანემია, სულფანილამიდებით მძიმე მოწამვლა, ფენოლომი, ანილინომი, შხამიანი სოკოები, სეფსისი, დამწვრობები.
მიოგლობინი: ↑ კუნთების დაზიანება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პროგრესირებადი მიოპათიები, რაბდომიოლიზი.
ერითროციტები: ↑ შარდკენჭოვანი დაავადებები, შარდგამომყოფი სისტემის სიმსივნეები, გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ჰემორაგიული დიათეზი, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, თირკმელების ტრამვა, არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის სისხლძღვების ჩართვით, სისტემური წითელი მგლურა, ბენზოლით მოწამვლა, გველის შხამი, შხამიანი სოკოები, ანტიკოაგულანტებით ჩატარებული არაადექვატური მკურნალობა.
ლეიკოციტები: ↑ მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, გლომერლონეფრიტი, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, პროსტატიტი,  შარდკენჭოვანი დაავადებები, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, სისტემური წითელი მგლურა, შარდის გამოყოფის შეფერხება.
ეპითელიალური უჯრედები: ↑ თირკმლის ეპითელის უჯრედები-პიელონეფრიტი, ინტოქსიკაცია, სალიცილატების მიღება, მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლა, ტყბყლიარული ნეკროზი, ნეფროსკლეროზი.
ცილინდრები: ↑ მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ტუბერკულოზი, სიმსივნეები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერთერმიული მდგომარეობები, მძიმეფიზიკური დატვირთვა, მომატებული არტერიული წნევა, შარდმდენების მირება, ციება, შარდაგმომყოფი სისტემის ინფექციები.
მარილები: ↑ მაღალკონცენტრირებული შარდი, შარდის მჟავე რეაქცია, შარდმჟავა დიათეზი, პოდაგრა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტი, გაუწყლოვანება, ახალშობილები, ჰიპერპარათირეოზი, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები.
       


Copyright (c) 2010 msdiagnostic.ge - All Rights Reserved "