BL.7.9.6. ფიბრინოგენი -Fibrinogen -Instrumentation Laboratory–ს ფირმის სრული ავტომატური ანალიზატორი ACL9000

ფიბრინოგენი

ფასი: ანალიზის პასუხი რამოდენიმე საათში – 7 ლარი


ფიბრინოგენი სინთეზირდება ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს სისხლის პლაზმის შედედების სისტემის I ფაქტორს - იგი თრომბინის მოქმედებით ფიბრინოგენს გარდაქმნის ფიბრინად და წარმოადგენს კოლტის წარმოქმნის დამამთავრებელ ეტაპს. ასევე, ფიბრინოგენი მონაწილეობს თრომბოციტების აგრეგაციაში, განსაზღვრავს სისხლის სიბლანტეს და გავლენას ახდენს სისხლის ფორმიან ელემენტებზე. ფიბრინოგენი განეკუთვნება ანტების მწვავე ფაზიან ცილას. სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის კონცენტრაციის მომატებას მივყავართ ერითროციტების ელექტრული დამუხტვის შემცირებისკენ და ედს-ის აჩქარებისკენ. ორსულობის დროს ფიბრინოგენის შემადგენლობის მომატება ფიზიოლოგიური პროცესია.

განსაზღვრის მეთოდი: კოაგულომეტრული

ანალიზი სრულდება: ACL 9000 - ანალიზატორზე.

რეფერენსული საზღვრები: 1.7 - 4.5 g/L
მასალა გამოკვლევისათვის: სისხლის შრატი.
შენახვის პირობები: <8 საათი ტემპერატურაზე  15-25 ºC
  მასალის აღება ხორციელდება ვაკუუმურ ციტრატიან სინჯარაში და სისხლი უნდა ჩაისხას მითითებულ ნიშნულამდე და დაუყოვნებლივ დაცენტრიფუგდეს, რათა გამოიყოს შრატი.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ.

ინტერფერენცია:  ↑ ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები. ↓ ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები, ასპარაგინაზა, თევზის ქონი, პლაზმინოგენის აქტივატორი, ვალპრიმის მჟავა.

ინტერპრეტაცია: ↑ ინსულტის პირველი დღეები, თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ორსულობის მესამე ტრიმესტრი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, ანთებითი პროცესები, ნეოპლაზიური პროცესები, ფილტვის კიბო, ჰეპატიტების მსუბუქი ფორმა, მწვავე დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის I სტადია.   ↓ ღვიძლის მძიმე დაზიანება, თანდაყოლილი აფიბრინოგენემია და ჰიპოფიბრინოგენემია, მწვავე დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის II და III სტადია, დიაბეტური ნეფროპათია, სისტემური დაავადებები (სარკოიდოზი, ამილოიდოზი),კოლაგენოზი, ღვიძლის ვენების ან ქვედა საუღლე ვენის თრომბოზი 

↑–იმატებს

↓- იკლებს 


Copyright (c) 2010 msdiagnostic.ge - All Rights Reserved "