Ionize (free) Calcium -იონიზირებული კალციუმი - SIEMENS–ს ფირმის ბიოქიმიური სრული ავტომატური ანალიზატორი RXL MAX

იონიზირებული კალციუმი

ფასი: სერიული ანალიზი, პასუხი 5 დღეში – 17 ლარი;  

            ექსპრეს ანალიზი, პასუხი რამოდენიმე საათში – 21 ლარი


იონიზირებული კალციუმის ტესტი გამოიყენება “ფიზიოლოგიური აქტივობის” ან თავისუფალი კალციუმის დონის განსაზღვრისთვის პაციენტებში ცილოვანი დარღვევებით (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, მალაბსორბცია, მრავლობითი მიელომა) და მჟავა-ტუტოვანი მეტაბოლიზმის დარღვევების დროს. იონიზირებული კალციუმის განსაზღვრა უკეთ ასახავს კალციუმის მეტაბოლიზმს საერთო კალციუმის დონის განსაზღვრასთან შედარებით. იონიზირებული კალციუმის მნიშვნელოვანმა შემცირებამ, საერთო კალციუმის დონისგან დამოუკიდებლად, შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი აღგზნების მომატება.

განსაზღვრის მეთოდი: კოლორიმეტრული.

ანალიზი სრულდება: Dimension RxL Max-ის ანალიზატორზე.

რეფერენსული საზღვრები:

                              1.12 - 1.32 mmol/l
  
მასალა გამოკვლევისათვის: სისხლის შრატი.
შენახვის პირობრბი: < 12 სთ. ტემპერატურაზე 2-8 ºC
  მასალის აღება ხორციელდება ვაკუუმურ სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორით (ანაერობულ პირობებში). რეკომენდირებულია სინჯარების გამოყენება გელური დანამატებით. სისხლი ლაბორატორიაში მიწოდებული უნდა იყოს 2 სთ-ის განმავლობაში 2-8 ºC ტემპერატურაზე.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ.

ინტერფერენცია: ↑ პლაზმის PH-ის დაქვეითება, ჰიდროქლორთიაზიდი (ხანგრძლივი გამოყენებისას), ლითიუმი.  ↓ ანტიკონვულსიური საშუალებები, დანაზოლი, ფოსკარნეტი, ფუროსემიდი (პირველსაწყისი მოქმედება), იონური მარილებისა და PH-ის მომატება.

ინტერპრეტაცია:  ↑ პირველადი ჰიპერპარათირეოიზი, სიმსივნეები (მომატება შეიძლება აღინიშნებოდეს ასევე საერთო კალციუმის ნორმალური სიდიდეებისას).    ↓ პირველადი ჰიპოპარათირეოზი (Ca-ის ორივე ფრაქცია), ფსევდოჰიპოპარათირეოზი, მაგნიუმისა და D ვიტამინის დეფიციტი; ციტრატული სისხლის გადასხმა, დიდი ტრამვების შემდეგ, ქირურგიული ჩარევების შემდეგ, სეფსისისას, დამწვრობებისას, პანკრეატიტისას, ორგანოების მრავლობითი უკმარისობისას, ჰემოდიალიზის შემდეგ დიალიზატას გამოყენებით, რომელიც შეიცავს Ca-ის დაბალ კონცენტრაციას, ალკემია ან იონური მარილების მომატება (მაგალითად, ნატრიუმის მომატება).

↑–იმატებს

↓–იკლებს

 


Copyright (c) 2010 msdiagnostic.ge - All Rights Reserved "