Beta hCG – ქორეოგონინის ბეტა ფრაქცია- SIEMENS -ს ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP

ქორიონალური გონადოტროპინი (ადამიანის ქორიონალური გონადოტროპული ჰორმონი)

ფასი: სერიული ანალიზი, პასუხი 5 დღეში – 29 ლარი;  

            ექსპრეს ანალიზი, პასუხი რამოდენიმე საათში – 35 ლარი.

 


ქორიონალური გონადოტროპინი (ადამიანის ქორიონალური გონადოტროპული ჰორმონი) გლიკოპროტეინური ბუნების ჰორმონია, რომელიც სინთეზირდება პლაცენტის სინციტიოტროფობლასტების მიერ და აქვს ჰიპოფიზარული ჰორმონების მსგავსი  სტრუქტურა (LH, FSH,TSH ). ალფა სტრუქტურული სუბერთეული არის საერთო ამ ჰორმონებისათვის, მაშინ როცა ბეტა სუბერთეული უნიკალურია თითიოეული ჰორმონისათვის. ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინის დონე ფიქსირებადია განაყოფიერებიდან 7-9 დღეს. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში სწრაფად მატულობს (ორმაგდება ყოველ ორ დღეში). თავის მაქსიმუმს აღწევს ორსულობის 8-10 კვირაზე, შემდეგ კლებულობს და ორსულობის მეორე ნახევარში თითქმის ერთ დონეს ინარჩუნებს. ქორიონალური გონადოტროპინის ფიზიოლოგიური როლია ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის სინთეზის სტიმულაცია.
განსაზღვრის მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური

ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე

რეფერენსული მნიშვნელობა:
                         ქალები: 0 - 5.0 ng/ml
                         ორსულები: 
                                 2-3 კვირა    10 - 50ng/ml
                                 3-4 კვირა     40 - 1000ng/ml
                                 4-5 კვირა     407 - 20700ng/ml
                                 5-6 კვირა     2200 - 74200ng/ml  
                                 6-7 კვირა     6000 - 130000ng/ml   
                                 7-8 კვირა     12900 - 190000ng/ml   
                                 8-9 კვირა     18500 - 205000ng/ml  
                                 9-10 კვირა    18000 - 200000ng/ml  
                                 10-11 კვირა   16500 - 180000ng/ml   
                                 11-12 კვირა   14500 - 125000ng/ml   
                                 12-13 კვირა   12500 - 95000ng/ml
                                 13-14 კვირა   10500 - 80000ng/ml
                                 14-15 კვირა   9000 - 70000ng/ml
                                 15-16 კვირა   7000 - 64000ng/ml
                                 16-17 კვირა   5500 - 56000ng/ml
                                 17-18 კვირა   4500 - 50000ng/ml
                                 18-19 კვირა   3300 - 40000ng/ml
                                 19-20 კვირა   2500 - 32000ng/ml
                                 20-21 კვირა   1800 - 25000ng/ml
                                
მასალა კვლევისათვის: სისხლის შრატი

შენახვის პირობები:
                 <24სთ-ზე 15-25ºC ტემპერატურა
                 <7დღეზე 2-8ºC ტემპერატურა
                 <12თვეზე -20ºC ტემპერატურა
მასალის აღება ხდება ვაკუუმ სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორის დამატებით. მასალა ლაბორატორიაში უნდა მოხვდეს 2 საათის განმავლობაში 2-8 ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
პაციენტის მომზადება: მასალის აღებს ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები.
ინტერფერენცია: არ გამოვლენილა
ინტერპრეტაცია: ↓აბორტის საშიშროება, ექტოპიური ორსულობა, ორსულობის შეწყვეტა. ↑ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგია (21წყვილი ქრომოსომის ტრისომია –დაუნის სინდრომი), ორსულობის შეწყვეტის საშიშროება (აღნიშნული ჰორმონის კომპენსატორული მომატება ყვითელი სხეულის აქტივაციისა და პროგესტერონის გამომუშავების მომატებისათვის). ბუშტნამქერი, ქორიონეპითელიომა, მრავანაყოფიანი ორსულობა, მამაკაცებში: სემინომა, სათესლე ჯირკვლის ტერატომა. 

↑–იმატებს

↓–იკლებს


Copyright (c) 2010 msdiagnostic.ge - All Rights Reserved "