MB.9 (VIR.26) ანტი "ც" ჰეპატიტი (Anti-HCV)– SIEMENS -ს ფირმის იმუნოლოგიური სრული ავტომატური ანალიზატორი Advia Centaur XP

ვირუსული ჰეპატიტი C, საერთო ანტისხეულები (Anti-HCV)

ფასი: სერიული ანალიზი, პასუხი 5 დღეში –  20 ლარი;

          ექსპრეს ანალიზი, პასუხი რამოდენიმე საათში – 25 ლარი.


საერთო ანტისხეულების (IgG და IgM) გამოვლენა C ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენების მიმართ გამოიყენება პაციენტების სკრინინგული გამოკვლევისთვის C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების არსებობაზე. მოცემული ანტისხეულები ვლინდებიან, საშუალოდ, ინფიცირებიდან 4-6 კვირის შემდეგ (პაციენტთა ნაწილში 3-6 თვის შემდეგ). Anti-HCV - ანტისხეულებს შეუძლიათ რეკონვალესცენტების სისხლში შენარჩუნდნენ  8-10 წლის განმავლობაში მათი კონცენტრაციის თანდათანობითი შემცირებით. შეუძლიათ, ასევე, ცირკულირებდნენ იმ ბავშვების სისხლში, რომლებიც დაბადებულნი არიან C ჰეპატიტით ნფიცირებული დედების მიერ, ასევე, ისეთი სისხლის გადასხმის შემდეგ, რომელიც შეიცავს მოცემულ ანტისხეულებს. მათი გამოვლენა მიუთითებს შესაძლო ინფიცირებაზე ან გადატანილ ინფექციაზე.

განსაზღვრის მეთოდი: იმუნოქემილუმინესცენტური.

ანალიზი სრულდება: Advia Centaur-ის ანალიზატორზე.

რეფერენსული საზღვრები: ნეგატიური.

მასალა გამოკვლევისათვის: სისხლის შრატი.
  შენახვის პირობრბი: < 5 დღე ტემპერატურაზე 2-8ºC 
                            > 5 დღე ტემპერატურაზე -20 ºC
 მასალის აღება ხორციელდება ვაკუუმურ სისტემაში ანტიკოაგულანტის გარეშე ან შედედების აქტივატორით. სისხლი ლაბორატორიაში მიწოდებული უნდა იყოს 2 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.


პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ. გამოკვლევის წინა საღამოს გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები.

ინტერფერენცია:  არ ვლინდება

ინტერპრეტაცია:
  დადებითი შედეგი: ჰეპატიტი C, რეკონვალესცენცია C ჰეპატიტის შემდეგ, Anti-HCV ანტისხეულების შემცველი სისხლის გადასხმა, ცირკულაცია Anti-HCV ანტისხეულებისა ბავშვებში რომლებიც დაიბადნენ HCV-ინფიცირებული დედების მიერ.
  უარყოფითი შედეგი: ჰეპატიტი C ვირუსით ინფიცირების არარსებობა, პირველი 4-6 კვირა C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდისა, C ჰეპატიტის სერონეგატიური ვარიანტი, იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარება (მაგალითად, ტრანსპლანტაციის შემდეგ).
 


Copyright (c) 2010 msdiagnostic.ge - All Rights Reserved "