(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
      F.A.Q
  • რა სიმპტომები ახასიათებს ფარისები ჯირკვლის პრობლემებს?

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია წარმოადგენს ფართო მასშტაბის პრობლემას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: საერთო სისუსტე, ძილიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე. ხოლო თირეოტოქსიკოზის დროს, ხდება თირეოიდული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია, რაც იწვევს: ადვილად აგზნებადობას, კანკალს, ოფლიანობას, წონაში კლებას.

  • რა შემთხვევაში ინიშნება ოპერაცია ფარისებრი ჯირკვალზე?

ოპერაცია ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის კვანძის არსებობის, მისი აღწერილობის, ციტოლოგიური დასკვნის საფუძველზე.

  • რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია?

ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების დიაგნოზზე და რა მასშტაბის ოპერაციაა დაგეგმილი.

  • რა ანალიზი უნდა გავიკეთო ფარისებრის გამოსაკვლევად?  აუცილებელია თუ არა ექიმთან კონსულტაცია?

აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რომლის საფუძველზეც პირველ ეტაპზე ხდება ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრა. სრული დიაგნოსტიკისთვის სასურველია TSH; FT4; Anti-TPO; Anti-TG-ს კონტროლი; ფარისებირ ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.

  • ლაბორატორია რომელ საათამდე მუშაობს?

ლაბორატორია სამუშაო დღეებში მუშაობს 9:00 -დან 18:00  სთ-მდე. შაბათ-კვირას 9:00 -დან 15:00 სთ-მდე.

  • რას ნიშნავს ექსპრეს ანალიზი და სერიული?

ექსპრეს ანალიზი გულისხმობს სწრაფ, დაჩქარებულ  პასუხს (ანალიზის აღების დღეს). სერიული კი სტანდარტულ პასუხს (ერთ კვირაში).

 

 

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com