(+995) 32 2 774 000 info@enmedic.com
ზოგადი ინფორმაცია

კლინიკა ენმედიცის ლაბორატორიული სამსახური გთავაზობთ 1000-მდე სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, ჰისტო-მორფოლოგია, ციტოლოგია, გენეტიკა, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია. თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა: Seimens Healthcare Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bayer Diagnostics, Dako, Spinreact, BPS Biosed, Radim და სხვა. 
 
მსოფლიო ლიდერების აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები არის შედეგების სიზუსტის გარანტი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არამარტო შედეგების სიზუსტეზე, არამედ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე. ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ჩვენ ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ საერთაშორისო სტანდარტს. "ენმედიცი"-ს ლაბორატორია ერთ-ერთი ლიდერთაგანია საქართველოს რეალობაში. კლინიკაში მუდმივად წარმოებს სიახლეების ძიება და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რათა შენარჩუნებული იყოს ეს როლი.
 
ლაბორატორიული ნიმუშების აღება ხდება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების სრული დაცვით სტანდარტის შესაბამისად, ხოლო მიღებული მასალის ტრანსპორტირება ლაბორატორიაში სპეციალური პნევმატური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით მიმდინარეობს, რაც ნიმუშების დაუყოვნებლივი მიღების საშუალებას იძლევა.
 
ამ ლაბორატორიაში დაინერგა საქართველოში პირველად იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდი, რომელიც დღეს რუტინულ დიაგნოსტიკურ მეთოდად გამოიყენება. ასევე, პირველად საქართველოში დაინერგა საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი, რომელიც ეფუძნება IგG-ის დონის განსაზღვრას სიხლში 221 საკვები პროდუქტის მიმართ. 

სათაო ოფისი

  ქ.თბილისი. წინანდლის ქ. 9

   (+995 32) 2 774 000;    2 771 000

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.თბილისი. არაყიშვილის ქ. 2

   (+995 32) 2 48 38 38;    2 22 40 45

   info@enmedic.com

საოჯახო მედიცინის ცენტრი

  ქ.ბათუმი. ჯავახიშვილის ქ. 3ა

   (+995) 591 07 05 05

   info@enmedic.com